სპორტ ექსპრესი

მესიმ სუპერ რეკორდი სოციალურ ქსელშიც დაამყარა

ივლისი 19, 2021 12:28

"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ვარკსვლავი ლეო მესი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - ამჯერად სოციალურ ქსელში. 

 

მას შემდეგ რაც "ალბისელესტემ" კოპა ამერიკა მოიგო, ლიონელმა სოციალურ ქსელში ნანატრთან ჯილდოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც 1 კვირაში 20 მილიონზე მეტი მოწონება ჰქონდა. 

 

აქამდრე რეკორდი ვის თუ არა და პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს ეკუთვნოდა, რომელმაც მარადონას გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ ფოტოზე ერთ კვირაში 19,6 მილიონი მოწონება მოაგროვა.