სპორტ ექსპრესი

"მილანი" დალოს ტრანსფერს მიუბრუნდა, თუმცა ფეხბურთელის ყიდვას არც ამჯერად აპირებს

ივლისი 19, 2021 12:34

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ირწმუნება, რომ "მილანს" პორტუგალიელი მცველის დიეგო დალოს შენარჩუნება სურს. 

 

ამის მიუხედავად, ჯერჯერობით "როსონერი" ფეხბურთელის გამოსყიდვაზე უარს ამბობს. 

 

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი, გასულ სეზონში "სან სიროზე" იჯარის წესით ბურთაობდა, თუმცა "ლომბარდიელებმა" მის გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს. 

 

ახლა "მილანის" ბოსებმა "წითელ ეშმაკუნებს" შეუთვალეს, დალო კვლავ გაანათხოვრონ და შემდეგ ისინი პორტუგალიელს გამოისყიდიან.