სპორტ ექსპრესი

მილანის ულტიმატუმი – დროზე მოიფიქრე

აპრილი 26, 2021 22:06

ჯანლუიჯი დონარუმას მომავალი ისევ ბუნდოვანია. იტალიელ კიპერს „როსონერიმ“ ულტიმატუმი წაუყენა და ბოლო ვადა მისცა.

23 მაისი – ეს არის ის თარიღი, როდესაც დონარუმამ ან კი უნდა თქვა ან არა. მილანურ გრანდს მისი შენარჩუნება კი სურს, თუმცა ფეხბურთელი და გუნდი ხელფასზე ვერ თანხმდებიან.

დონარუმას ანაზღაურების სახით წელიწადში 10 მილიონი ევრო სურს, „მილანი“ კი ყაბულს 8 მილიონზეა. უთანხმოების საგანიც სწორედ ეს გახლავთ.

 

რა თქმა უნდა, „მილანის“ ბოსებს  დონარუმას შემცვლელზე წინასწარვე აქვთ ნაფიქრი. თუ იტალიელი მეკარე მაინც წასვლას გადაწყვეტს, „როსონერი“ მის შემცვლელად „ლილის“ კიპერს მაიკ მაინანის მოიაზრებს. ფრანგ მეკარეს რეკომენდაციას თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩი უწევს.