სპორტ ექსპრესი

მინო რაიოლა, „ბარსელონაში“ ერლინგ ჰალანდის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩაფრინდა

აპრილი 2, 2021 07:42

მინო რაიოლა, „ბარსელონაში“ ერლინგ ჰალანდის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩაფრინდა. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„ერლინგ ჰაალანდის აგენტი მინო რაიოლა, დღეს „ბარსელონაში“ ფეხბურთელის მამასთან ერთად ჩაფრინდა რათა კატალონიურ კლუბთან სატრანსფერო მოლაპარაკებები აწარმოოს“, - წერს რომანო.

20 წლის ჰალანდი, დორტმუნდის „ბორუსიას“ 2019-2020 წლების სეზონში, ავსტრიული „ზალცბურგიდან“ შეუერთდა. ნორვეგიელმა მიმდინარე სეზონში, გერმანული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე, 30-ჯერ მოირგო და 32 გოლის გატანა მოახერხა.

ახალგაზრდა ვუნდერკინდის მომავალს პრესა არაერთ კლუბს უკავშირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გეგმები აქვს თავად ფეხბურთელს.

Transfermarket-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება, 110 მილიონი ევროა, ხოლო ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი, 2024 წლის, 30 ივნისამდე აკავშირებს.