სპორტ ექსპრესი

მორატა “ ატლეტიკოში” დაბრუნდება

აპრილი 4, 2021 23:11

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნდება. ამის შესახებ გამოცემა As-ი წერს. იტალიური კლუბის ხელმძღვანელები ესპანელი ფორვარდის თამაშით კმაყოფილები არიან, მაგრამ ფინანსების გამო მის გამოსყიდვაზე ალბათ უარს იტყვიან.

 

„იუვემ“ მორატას სანაცვლოდ 1-წლიან იჯარაში უკვე გადაიხადა 10 მილიონი ევრო, ხოლო მისი გამოსყიდვა 45 მილიონ ევროდ შეუძლია. არის მეორე ვარიანტიც, რომმხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს და იჯარა ერთი წლით განაახლოს, თუმცა, კლუბს სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს და ამის გამო დიდი შანსია, რომ ესპანელი სამშობლოში დაბრუნდეს.

ალვარო მორატამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „იუვენტუსის“ რიგებში ჩატარებულ 35 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა. ტურინში მის მთავარ შემცვლელად არკადიუშ მილიკს მიიჩნევენ.