სპორტ ექსპრესი

"მსაჯს ვუთხარი, ბრძოლა მხოლოდ მაშინ გააჩერე, თუ ვკვდები..." - მერაბ დვალიშვილი

სექტემბერი 26, 2021 13:41

ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა UFC-ში ზე­დი­ზედ მე-7 გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა და მარ­ლონ მო­რა­ესს ნო­კა­უ­ტით მო­უ­გო!

პირ­ველ რა­უნდში მო­რა­ეს­მა დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა და თავ­და­პირ­ვე­ლად ნო­კა­უტს დვა­ლიშ­ვი­ლი თვი­თონ გა­დარ­ჩა, შემ­დეგ კი მე­ტო­ქის უპი­რა­ტე­სო­ბა სენ­სა­ცი­უ­რად შე­მო­ატ­რი­ა­ლა და გა­მარ­ჯვე­ბას მი­აღ­წია.

UFC-ში, 33 წლის მარ­ლონ "მა­გია" მო­რა­ე­სი, მსგავ­სად მე­რა­ბი­სა, 2017 წლი­დან ას­პა­რე­ზობს. 4 წლის მან­ძლზე მან 9 ბრძო­ლა ჩა­ა­ტა­რა, სა­ი­და­ნაც 5 გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

 

მე­რაბ­მა და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, ოქ­ტა­გონ­ზე ემო­ცი­უ­რად ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მსაჯს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა შეხ­ვედ­რა, თუ სიკ­ვდილ­თან ახ­ლოს იქ­ნე­ბო­და, და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლებ­და.

 

"სა­უ­კე­თე­სო­ებ­თან ერ­თად ვვარ­ჯი­შობ, მე ძლი­ე­რი ვარ და ერთ-ერთი მი­ზე­ზი აქ ყოფ­ნის სწო­რედ ესაა. 7 წე­ლია ვიბ­რძვი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, ყვე­ლას სტკი­ვა, ვინც აქ ჩხუ­ბობს. ბრმა დარ­ტყმა მი­ვი­ღე, მაგ­რამ მებ­რძო­ლი ვარ - ეს არა­ფე­რი არ იყო.

მსაჯს ვუ­თხა­რი, ბრძო­ლა მხო­ლოდ მა­შინ გა­ა­ჩე­რე, თუ ვკვდე­ბი. შეხ­ვედ­რა ადრე არ გა­ა­ჩე­რო.

 

შეხ­ვედ­რის გეგ­მა არ მქონ­და, მე უბ­რა­ლოდ ვმუ­შა­ობ და ვვარ­ჯი­შობ ჩემს გუნდთან ერ­თად. ხალ­ხო, შე­გიძ­ლი­ათ მი­თხრათ, ვის­თან ვი­ჩხუ­ბო მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­ში. UFC-ში იცი­ან, რომ მე მზად ვარ და შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ დროს და­მირ­ე­კონ. 4 წლის წინ UFC-ში მოხ­ვედ­რა­ზე ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი, ახლა აქ ვარ. ახლა მე ლას-ვე­გას­ში ვარ, ჩემი ბრძო­ლა მო­ვი­გე, უბ­რა­ლოდ ბედ­ნი­ე­რი ვარ. დიდი მად­ლო­ბა, იმუ­შა­ვეთ თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბის­თვის და ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. თქვენ უნდა გქონ­დეთ მი­ზა­ნი და ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევთ", - გა­ნა­ცხა­და დვა­ლიშ­ვილ­მა მო­გე­ბის შემ­დეგ.