სპორტ ექსპრესი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

აგვისტო 31, 2021 19:35

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად, საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა.

ილიას ზუროსის გუნდი G ჯგუფში მოხვდა, მეტოქეები კი ესპანეთის, უკრაინის და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები იქნებიან.

შესარჩევი ციკლი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. მსოფლიო პირველობაზე ევროპიდან 12 ადგილი არის გათვალისწინებული, ჯამში კი ბებერი კონტინენტიდან 32 ნაკრები იბრძვის. შეხვედრები 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, ორ ჯგუფურ ეტაპად გაიმართება.