სპორტ ექსპრესი

"მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი, როცა ვტაქსაობდი" - ლევან საღინაშვილის უცნობი ამბავი

სექტემბერი 13, 2021 22:09

როგორც იცით, ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საღინაშვილი სპორტულ კარიერას წარმატებით აგრძელებს და სულ ცოტა ხნის წინ ის TOP 8-ის ნახევარფინალშიც გავიდა.

ლევანის სახელი სპორტის ქართველმა ქომაგმა უკვე ძალიან დიდი ხანია იცის, თუმცა  საღინაშვილის ცხოვრებაში არის ისეთი დეტალები, რომელთა შესახებაც ბევრმა საერთოდ არ უწყის.

მაგალითად, მკლავჭიდელმა გადაცემაში "სპორტი დიდ ქალაქში" განაცხადა, რომ მაშინ, როცა მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჰქონდა მოგებული, თავს ტაქსისტობით ირჩენდა.

"მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი, როცა ვტაქსაობდი... იყო ეგ პერიოდი. რამდენიმე ადამიანი მცნობდა და ძალიან უკვირდათ ხოლმე.

-რემონტების კეთების გამოცდილება დაგრჩა?

-ნუ ახლა, რო მოვინდომო, გავაკეთებ, თუმცა არა მგონია, ხარაჩომ რომ გამიძლოს,"
- თქვა ლევანმა.