„ევრობასკეტ 2022“-ზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყველა მეტოქე ცნობილია. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქართული დელეგაციის წევრებიც იღებდენ.
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეები ესპანეთის, თურქეთის, რუსეთის, ბელგიის და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.
რაც შეეხება დანარჩენ ჯგუფებს:
B ჯგუფი – საფრანგეთი, ლიეტუვა, სლოვენია, გერმანია, უნგრეთი, ბოსინა და ჰერცოგოვინა.
როგორც ვიცით, თბილისი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება, რის გამოც ჩვენს ნაკრებს ევრობასკეტზე თამაში გარანტირებული ჰქონდა.