სპორტ ექსპრესი

NBA-ში ისტორია გადაიწერა,

იანვარი 26, 2021 12:01

პირველად ნბა-ს არსებობის მანძილზე, ვაჟთა შორის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში ქალებმა იმსაჯეს. ეს „შარლოტასა“ და „ორლანდოს“ დაპირისპირებაში მოხდა, რომელშიც კალათბურთელები უხმოდ ემორჩილებოდნენ ჯენა შრიოდერს და ნატალი საგოს.

აქ საუბარია ორი მანდილოსანი არბიტრის კონკრეტულად ერთი მატჩის განსჯაზე. როგორც ავღნიშნეთ, ასეთი რამ ნბა-ს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

„ჩემი ოცნებები ხდება და ეს ძალიან მახარებს. გარდა ამისა, ზოგადად ნბა-სთვის არის მნიშვნელოვანი მოვლენა“ – თქვა შნედერმა მატჩის შემდეგ.

“ეს მართლაც ძალიან მაგარი იყო. ვამაყობ და მოხარული ვარ, რომ ნბა აძლევს ადამიანებს საშუალებას თავიანთი საქმე ცოდნის და პროფესიონალიზმის და არა მათი სქესის მიხედვით აკეთონ“ – კოლეგას ეთანხმება მეორე ქალი არბიტრი საგო.

„შარლოტასა“ და „ორლანდოს“ დაპირისპირებაში, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 117:108 დასრულდა, მესამე მსაჯი მამაკაცი – შონ რაიტი იყო.