სპორტ ექსპრესი

პეპ გუარდიოლა: პსჟ გამორჩეული გუნდია, ეს ყველამ იცის

მაისი 4, 2021 10:03

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-ს განმეორებითი მატჩის შესახებ (2:1 პირველი მატჩი) პრესას თავისი მოლოდინები გაუზიარა.

„პსჟ გამორჩეული გუნდია, ეს ყველამ იცის. მათ შეუძლიათ გამარჯვებისთვის ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რაც ბევრ გუნდს არა.

ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თამაში გველის. ხვალ ისევ უნდა შევიდეთ მოედანზე და ვითამაშოთ ისე, როგორც შეგვიძლია. ვფიქრობ ეს რთული არ არის.

 

იგივე საფრთხეები გველოდება, როგორც პირველ მატჩში. მათ შეუძლიათ შეცვალონ ფორმირება, მათ ჰყავთ ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი, არ ვიცი რას გააკეთებენ. ამ ეტაპზე არასდროს მივსულვართ – თუმცა ფინალში გასვლის სურვილი გვაქვს.

ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ საკუთარ თავზე, უნდა წავიკითხოთ თამაში ერთად, ერთად დავრჩეთ რთულ მომენტებში, ერთად გადავლახოთ სირთულეები. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით,მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ დაცვაში, მოვითმინოთ და ვცადოთ გოლის გატანა.

პარალელები ტოტენჰემთან დაპირისპირებასთან? ვერ ვხვდები, რა მოხდება ხვალ. ეს არის სხვა გუნდები, სხვა ტურნირია. წარსული არის წარსული, ჩვენი მოგონებები, ისინი შეიძლება იყოს ბედნიერი ან სევდიანი. მაშინ მშვენივრად ვითამაშეთ, მაგრამ უფრო შორს წასვლა ვერ მოვახერხეთ. ახლა ჩვენ ვცდილობთ ფინალში გასვლას.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ნახევარფინალის საპასუხო მატჩები ყოველთვის რთულია. თამაშს იწყებ, პირველი შეხვედრის შედეგზე დაყრდნობით. თუმცა ფინალი სულ სხვა ამბავია”, – თქვა გვარდიოლამ.