სპორტ ექსპრესი

პირობას გაძლევთ, მას ყავარჯნებით მოუწევს სიარული – გიგა ჭიკაძე ჰოლოუეისთან ბრძოლაზე

სექტემბერი 22, 2021 11:30

UFC-ის მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, ოქტაგონზე ქვემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონს, მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდეს. 33 წლის ქართველი სპორტსმენი აცხადებს, რომ ბრძოლის შემდეგ ჰოლოუეის გადაადგილება ყავარჯნებით მოუწევს.

 

“ვიცი, რომ საუკეთესო დამრტყმელი მე ვარ. ჩვენი ბრძოლა დგომში წარიმართება და პირობას გაძლევთ, მისი დასრულების შემდეგ ყავარჯნებით მოუწევს სიარული. მიმაჩნია, რომ მაქსმა ჩემთან უნდა იჩხუბოს. არავის უნდა მაქსისა და ალექსის დაპირისპირებების ყურება. ამ დივიზიონში მე ახალი სახე ვარ და უკვე დავამტკიცე ჩემი ბრძოლებით, რა შემიძლია. უმიზეზოდ არ ვყბედობ და არც მეოცნებე ვარ. როდესაც ვამბობ, რომ ვიღაცას დავანგრევ, ამას ვაკეთებ კიდეც”, – განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის მთავარ ორთაბრძოლაში ჭიკაძემ ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა ნოკაუტით დაამარცხა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზეიმა.