სპორტ ექსპრესი

პოჩეტინომ “პსჟში” თავისი პირველი ტიტული უკვე მოიგო

იანვარი 14, 2021 12:37

მაურისიო პოჩეტინო ორი კვირაა არაა, რაც „პარი სენ ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ პარიზულ გუნდს ტიტული უკვე მოაგებინა - საფრანგეთის სუპერთასი.

 

პსჟ მარსელის „ოლიმპიკს“ გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში დამსახურებულად აჯობა. პარიზელები პირველი ტაიმის მიწურულს მაურო იკარდიმ დააწინაურა და ეს ანგარიში კარგა ხანს შენარჩუნა. 85-ე წუთზე კი პარიზელებმა უპირატესობა ნეიმარის პენალტით გაზარდეს.

მატჩის ბოლო წუთზე დიმიტრი პაიემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „მარსელს“ მეტის გასაკეთებლად და თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყო. ამრიგად, პოჩეტინომ პსჟ-სთან ერთად პირველი ჯილდოს მოპოვება უკვე მოახერხა. ცნობისთვის, არგენტინელმა ტოტენჰემში ზუსტად 2001 დღე იმუშავა და გერთი ტიტულიც ვერ მოიგო, ხოლო ფრანგულ კლუბში ამის გაკეთება 11 დღეში მოახერხა. ცხადია, ეს არასამართლიანი შედარებაა და ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული, მაგრამ მაინც - ფაქტია. აქვე გეტყვით, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერთასი ისტორიაში მეათედ მოიგო.