სპორტ ექსპრესი

ყველაფერი წესრიგშია – ერიქსენი პალატიდან განცხადებას ავრცელებს

ივნისი 15, 2021 15:09

დანიის ნაკრების ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მსოფლიოს მოსახლეობას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:

„ყველას მოგესალმებით! დიდ მადლობას გიხდით იმ თბილი და საოცარი გამოხმაურებებისთვის, რომლებსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ. ამას ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი წესრიგშია. საავადმყოფოში გამოკვლევას კიდევ ვსაჭიროებ, თუმცა, თავს კარგად ვგრძნობ. ახლა, ბიჭებსა და სრულიად დანიის ნაკრებს მომდევნო მატჩებში ვუქომაგებ. ითამაშეთ მთელი ქვეყნისთვის“, – წერს ერიქსენი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“.