სპორტ ექსპრესი

ყველაზე ცუდი შეგრძნების ქვეშ ვიმყოფებით – ოლე გუნარ სულშერი

ოქტომბერი 25, 2021 12:46

დღეს ინგლისური ფეხბურთის ახალი ისტორია დაიწერა. “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ ლივერპულთან” გამანადგურებელი ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

“წითელი ეშმაკებისთვის” ეს სრული კატასტროფა იყო, ფეხბურთელები ძალიან გაღიზინაებულები იყვნენ და ფანებმა “ოცნებათა თეატრი” ნაადრევად დატოვეს. ბუნებრივია, ქომაგებში “წითელი ეშმაკების” თავკცის ოლე გუნარ სულშერის გადადგომის საკითხმა თავს იჩენდა.

ნორვეგიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

 

“ყველაზე ცუდი შეგრძნების ქვეშ ვიმყოფები. ჩვენ ყველას გვქონდა იმის შეგრნება, რომ ვუახლოვდებოდით იმ მდგომარეობას რომლისკენაც ვისწრაფოდით, თუმცა ბოლო კვირეების განმავლობაში აგურის კედელს დავეჯახეთ.

ბევრი უბრალო ბურთი გავუშვით რომელიც ძალიან მაწუხებს. ეს ყველაზე რთული სიტუაციაა რაც კი ოდესმე განმიცდია, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.

რა თქმა უნდა ბოლო კვირეების შედეგები მისაღები ნამდვილად არ არის, მაგრამ ვეცდებით რომ ჩვენს საუკეთესო ფორმას მივუახლოვდეთ. ” – განაცხადა სულშერმა