სპორტ ექსპრესი

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ვეტერანებს შეხვდა

თებერვალი 22, 2021 18:38

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე ვეტერან მორაგბეებს შეხვდა. შეხვედრის დეტალებს და ვეტერანების დამოკიდებულების ამსახველ მასალას პირველი არხი ავრცელებს

შეხვედრაზე მხარეება ქართული რაგბის მომავალზე და სოსო ტყემალაძის ხედვაზე ისაუბრეს:

„საოცარი დღე იყო. ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც დგას ქართული რაგბი. ჩემთვის მათი მხარდაჭერა, იმედები და ანთებული თვალები ძალიან ბევრს ნიშნავს. მე პასუხისმგებელი ვიქნები ვიქნები ვეტერანი მორაგბეების და გულშემატკივრების წინაშე. მათ უნდა შეაფასონ ჩემი მოღვაწეობა. მოვუწოდებ ყველას, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა და ზედმეტი ხმაურით კიდევ უფრო არ დავაზიანოთ ქართული რაგბის სახელი. ყველა კლუბს ვპირდები, რომ მმართველობა იქნება გამჭვირვალე. გამგეობა იქნება არჩევითი და ხალხი თავად ჩაერთვება მმართველობაში. მჯერა ძალიან სწრაფად დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს“, – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.