ბოლივიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სესარ ლუის სალინას სინკა 58 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მას ასევე პრობლემები გულზეც ჰქონდა.
ლუის სალინა ბოლივიის დედაქალაქ ლა პასის საავადმყოფოში ჰაერის მწვავე უკმარისობით მოხვდა.
მას კორონავირუსის ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა.
სალინა ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა. იგი ექიმებმა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით სესარ ლუის სალინას სინკა ოჯახის წევრებიც არიან დაინფიცირებულები.