სპორტ ექსპრესი

რეზი არველაძე: კარგი იქნება, მეტი სტადიონი იყოს და სპორტულ სკოლებს უფრო დავეხმაროთ

სექტემბერი 7, 2021 00:19

რევაზ არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ გადაცემაში ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა.

ერთა ლიგაზე:

ერთა ლიგის პირველ ციკლში საქართველოს ნაკრების წარმატება ხომ ბუნებრივია. ამ ტურნირის ფორმატმა ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე იოლი გზით მოხვედრის შანსი გაუზარდა. უფრო გულწრფელები რომ ვიყოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთ გამოვიდოდა. თუმცა, 12 ნოემბრის მატჩი მილიონი პრობლემის გათვალისწინებით წავაგეთ.