სპორტ ექსპრესი

რონალდოს მორიგი რეკორდი

იანვარი 12, 2021 00:14

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. მან „სასუოლოს“ წინააღმდეგ თავი გამოიჩინა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-15 გოლი გაიტანა.

 

პორტუგალიელი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 15 წლის განმავლობაში სეზონში მინიმუმ 15 გოლის გატანა მოახერხა (2006-2007 წლების სეზონიდან მოყოლებული).

კრიშტიანუ მიმდინარე სეზონში 15 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს და უახლოეს მდევარ რომელუ ლუკაკუს 3 გოლით უსწრებს.