სპორტ ექსპრესი

როტორს გამოსყიდვის უფლება არ აქვს, სად გააგრძელებს საბა კვირკველია კარიერას?

იანვარი 14, 2021 17:29

ავტორიტეტულმა რუსულმა გამოცემა Футбол на Куличках საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ამჟამად როტორის მცველი საბა კვირკველია, სეზონის დასრულების შემდეგ მოსკოვის ლოკომოტივში დაბრუნდება.

 

კვირკველიას მოსკოვის ლოკომოტივში სათამაშო აკლდა, რის გამოც რუსულმა კლუბმა ის გასული წლის აგვისტოში 1-წლიანი იჯარით როტორში გაანათხოვრა.

საიჯარო ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „რკინიგზელები“, მათ დაცვაში აშკარა პრობლემები აქვთ, რიგი ექსპერტები კი მის მოგვარებას კვირკველიას გუნდში დაბრუნებით წყვეტენ.