სპორტ ექსპრესი

საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა

სექტემბერი 2, 2021 22:41

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს ბათუმში უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ჯვაროსნებს ტრავმის გამო გამოაკლდა შესანიშნავ ფორმაში მყოფი საბა ლობჟანიძე. აღსანიშნავია, რომ გიორგი წიტაიშვილი პირდაპირ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

მატჩის მე-12 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა თამაში ვეღარ გააგრძელა და ის ჯაბა ჯიღაურმა შეცვალა. მალე სტუმრები დაწინაურდნენ. მარცხენა ფლანგზე ჩაწოდების მურიქისთან ბრძოლაში დავით ხოჭოლავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველ ტაიმში ბურთს საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა.