სერბეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი 56 წლის სპეციალისტი დრაგან სტოიკოვიჩი გახდა.
"მარსელისა" და "ცრვენა ზვეზდას" ყოფილმა ნახევარმცველმა ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
სტოიკოვიჩმა აღნიშნულ პოსტზე ლუბიშა ტუმბაკოვიჩი ჩაანაცვლა, რომელიც სერბეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან 2020 წლის დეკემბერში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.
რაც შეეხება 56 წლის დამრიგებლის სამწვრთნელო საქმიანობას, ის აქამდე ჩინურ გუნდებს, "ნაგოიასა" და "გუანჯოუს" ედგა სათავეში.