სპორტ ექსპრესი

შავი ლომის შემადგენლობა ლოკომოტივთან ცნობილია

ოქტომბერი 22, 2021 21:58

ინდიან ველსის მასტერსის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამ სეტში მსოფლიოს მე-3 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის ნახევარფინალში. მატჩის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა.

“სულაც არ ვარ გაკვირვებული ჩემი გამარჯვებით. ვარჯიშებზეც და ტურნირზეც დიდი ხნის განმავლობაში კარგად ვთამაშობდი. ბევრად გავაუმჯობესე ჩაწოდება. ბურთს უკეთესად ვგრძნობ და ფიზიკურადაც კარგად ვარ მომზადებული. მეორე სეტში მისი გამარჯვების მიუხედავად, შევეცადე კვლავ სოლიდური ჩოგბურთი მეთამაშა. მატჩის ბოლო ძალზე დაძაბული გამოდგა. შეხვედრაზე სრულად კონცენტრირებული ვიყავი და პირველ მოწოდებაზე ნაკლებ შეცდომებს ვუშვებდი.

ეს თამაში ჩემთვის საუკეთესო არ იყო. დოჰაში როჯერ ფედერერი რომ დავამარცხე, ეს იყო ჩემთვის საუკეთესო გამარჯვება. იმიტომ, რომ როჯერი ჩემი კერპია, ისევე, როგორც ყველასი”, – თქვა ნიკოლოზმა.