სპორტ ექსპრესი

შოთა არველაძე ხვიჩას ამსტერდამის „აიაქსში“ უშვებს…

აპრილი 14, 2021 21:43

რუსული გამოცემა „სპორტ-ექსპრესის“ მტკიცებით, ხვიჩასთვის იდეალური ვარიანტი ამსტერდამის „აიაქსია“ და ისინი მზად არიან ახალგაზრდა ქართველში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.

„ნიდერლანდური კლუბი დაინტერესებულია, რომ ქართველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეიძინოს. ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მალე შეხვდება „აიაქსის“ სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს. ჯუღელმა ევროპულ კლუბებთან აქტიური მოლაპარაკებები გაზაფხულზე დაიწყო.

ესპანეთისა და საბერძნეთის კარში გატანილი გოლების შემდეგ, კვარაცხელიას მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. უკვე ცნობილი იყო „მილანის“ დაინტერესების შესახებ: წითელ-შავების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ხვიჩას რეკომენდაცია გაუწია. იგივე სერიიდან არის შეხვედრა „აიაქსის“ ხელმძღვანელობასთან – ჩვენი ცნობით, ამსტერდამის კლუბის ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე დაეხმარა ფეხბურთელის აგენტს და „აიაქსის“ ხელმძღვანელობასთან შეახვედრა.

 

ვეტერან ქართველ ფეხბურთელს სურს კვარაცხელიას ევროპაში გადასვლაში დაეხმაროს და ურჩევს ამსტერდამის კლუბში გადასვლას, სადაც თავად ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს 95 მატჩი ითამაშა.