სპორტ ექსპრესი

შოთა არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება - გუნდები, რომელსაც შესაძლოა, ქართველი მწვრთნელი გაუძღვეს

სექტემბერი 18, 2021 14:28

შოთა არველაძემ თურქულ პრესას განუცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდება. 

 

Fanatik-თან საუბარში ჩვენებურმა აღნიშნა, რომ მას შემოთავაზებები როგორც თურქეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც ჰქონდა. 

 

როგორც ის ამბობს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი და თავისი ახალი კლუბის გასაწვრთნელად მზადაა. 

 

ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, არველაძე შესაძლოა, ნიდერლანდური "ალკმაარის" მწვრთნელი გახდეს, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება. 

 

საუბარი მიდის ასევე რამდენიმე თურქულ კლუბზეც.