სპორტ ექსპრესი

შოთა არველაძე: სიმეონემ თქვა, რომ ხვიჩა 20 მილიონი არ ღირს

ნოემბერი 17, 2021 23:58

შოთა არველაძემ ყაზანის “რუბინის” და საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”, შოთიმ თქვა, თუ რას ფიქრობს ხვიჩაზე მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე.

“სიმეონემ თქვა, რომ ფელიქსი მყავს და ვერ ითამაშებს იქ, რამდენიც არ უნდა გადავიხადოო. 120 მილიონი აქვთ ფელიქსის ტრანსფერში გადახდილი და ხვიჩა 20 მილიონი არ ღირსო.”

 

ასევე შოთამ ისაუბრა ამსტერდამის “აიაქსის” დირექტორის, მარკ ოვერმარსის პოზიციაზეც:

“ოვერმარსმა თქვა, რომ ხვიჩა კონტრ შეტევის ფეხბურთელიაო, შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. ასე თქვეს, რომ 9-დან 12 მილიონ ევრომდე ღირს”.