სპორტ ექსპრესი

თამაში ჯერ ისევ გამოსასწორებელი გვაქვს - მერაბ შარიქაძე

მარტი 21, 2021 00:17

რუსეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ განვლილი მატჩი შეაფასა:

„რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და კარგი ლელოებიც გავიტანეთ. თავისთავად იყო შეცდომებიც, რასაც ვერ გავექცევით, თუმცა ვთვლი, რომ მატჩიდან მატჩამდე ვვითარდებით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ასპექტები ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს, სანახაობრივი ლელოები გავიტანეთ და შემდეგ თამაშზე კიდევ უფრო თავდაჯერებული ვიქნებით“, – განაცხადა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კალინინგრადში 6:23 მოუგეს და ზედიზედ მეოცედ, ისტორიაში კი 23-ედ გამარჯვება მოიპოვეს.

 

ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით შეხვედრას 28 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.