სპორტ ექსპრესი

თბილისური დერბი ლოკომოტივის გამარჯვებით დასრულდა

ივნისი 24, 2021 09:24

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის დასვნით მატჩში, „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

დედაქალაქური დერბი საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. თამაში ორმხრივ შეტევებში წარიმართა. „ლოკომოტივმა“ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, ირაკლი სიხარულიძის გოლით გახსნა და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმის განახლებისთანავე ხვიჩა შუბითიძის გუნდმა წონასწორობა აღადგინა, თავი გიორგი გოჩოლეიშვილმა გამოიჩინა. ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს ფრისკენ მიდიოდა, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთზე, შეტევაში წასულ „საბურთალოს“ მეტოქის კონტრშეტევა გაეპარა, რომელიც რატი მჭედლიშვილის გოლით დასრულდა. შედეგად, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

 

ამ გამარჯვებით „ლოკომ“ 33 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება „საბურთალოს“, ხვიჩა შუბითიძის გუნდი 31 ქულით მე-4 ადგილზე დაქვეითდა.

მომდევნო ტურში „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე “თელავს’ მიიღებს, „საბურთალო“ კი წყალტუბოში „სამგურალს“ ესტუმრება.

we