სპორტ ექსპრესი

ტიაგო მოტამ სერია A-ს ბინადარი გუნდი ჩაიბარა

ივლისი 7, 2021 11:27

პსჟ-ისა და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ტიაგო მოტა სერია A-ს ბინადარი "სპეციას" მთავარი მწვრთნელი გახდა. 

 

მან ამ პოსტზე ვინჩენცო იტალიანო ჩაანაცვლა, ვინაც თავის მხრივ ფლორენციის "ფიორენტინას" ჩაუდგა სათავეში. 

 

მოტამ "სპეციასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. მას დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია. აქამდე მხოლოდ "ჯენოას" მოძღვრავდა 4 თვით.