სპორტ ექსპრესი

თინა კანდელაკის შთამბეჭდავი შემოსავლები - რამდენი მილიონი დოლარი გამოიმუშავა 1 წელში რუსეთში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა

სექტემბერი 21, 2021 12:56

რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი თინა კან­დე­ლა­კი “გა­ზპ­რომ-მე­დია ჰოლ­დინ­გის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას gazprom-media.com ავ­რცე­ლებს.

 

რო­გორ გა­ზპ­რომ-მე­დი­ას ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე წე­რია, კან­დე­ლა­კი კვლა­ვაც იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ГПМ Матч ქვეჰოლ­დინ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ასე­ვე გა­ა­კონ­ტრო­ლებს გა­სარ­თო­ბი ტე­ლე­არ­ხე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას (ТНТ, ТВ-3, Пятница! და ა.შ.). ამას­თან, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Матч-ის გაშ­ვე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

 

სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცია Ростех-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ქო­ნე­ბი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2020 წელს თინა კან­დე­ლაკ­მა 258,55 მლნ რუბ­ლი (3,533 მლნ დო­ლა­რი) გა­მო­ი­მუ­შა­ვა. კან­დე­ლა­კი Ростех-ის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დი­რექ­ტორ ვა­სი­ლი ბროვ­კოს მე­უღ­ლეა და სწო­რედ მის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში იყო მი­თი­თე­ბუ­ლი თინა კან­დე­ლა­კის შე­მო­სავ­ლე­ბიც.

 

კან­დე­ლა­კის შარ­შან­დე­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი, 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით, 100 მლნ რუბ­ლით (1,369,386 მლნ დო­ლა­რით) გა­ი­ზარ­და. 2019 წელს თინა კან­დე­ლა­კის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი 158,99 მლნ რუბლს (2,163,634 მლნ დო­ლარს) შე­ად­გენ­და. გა­სულ წელს მის სა­კუთ­რე­ბა­ში 72,2 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ახა­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გაჩ­ნდა, რაც შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის გრა­ფა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი. მის სა­კუთ­რე­ბა­შია 312,8 კვ.მ-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა, 18,1 და 17,2 კვ.მ-ის ორი ავ­ტო­ფა­რე­ხი. ის, ასე­ვე, ფლობს Ducati Monster 797 ბრენ­დის მო­ტო­ციკლს.

 

Forbes-სთან სა­უბ­რის დროს თინა კან­დე­ლა­კი გან­მარ­ტავ­და, რომ მისი შე­მო­სავ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, შედ­გე­ბო­და Матч ТВ-ის ხელ­ფა­სის­გან, დი­ვი­დენ­დე­ბის­გან, რო­მელ­საც ბრენდ Ansaligy-ისა და „Школа Красоты“-ის კოს­მე­ტი­კურ ბიზ­ნეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იღებს, აგ­რეთ­ვე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბის­გან და ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის­გან.

 

„2019 და 2020 წლე­ბის შე­მო­სავ­ლებს შო­რის არ­სე­ბი­თი სხვა­ო­ბა ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი დიდი შე­მო­სავ­ლით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი,“ – აცხა­დებ­და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

 

დეკ­ლა­რი­ა­ცი­ის თა­ნახ­მად, თინა კან­დე­ლა­კი­სა და მისი მე­უღ­ლის მთლი­ა­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში მდე­ბა­რე­ობს.