სპორტ ექსპრესი

ციციპასი დამარცხებულია! – ბასილაშვილი ინდიან უელსის ნახევარფინალში გავიდა

ოქტომბერი 16, 2021 10:59

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ითამაშებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის 1/4 ფინალში, მთავარ ფავორიტად შერაცხული, მსოფლიოს მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი 3 სეტში – 6:4; 2:6; 6:4 დაამარცხა.

ფინალში გასასველ მატჩში ნიკას მეტოქე ტეილორ ფიტსსა და ალექსანდერ ზვერევს შორის გამარჯვებული იქნება. ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.