RAC1-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონას" მომავალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდება, "ბლაუგრანას" ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაპორტას კატალონიელთა მოქმედი მენეჯერი რონალდ კუმანი თვალში არ მოსდის და მას უთუოდ გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, რომ არტეტა ამჟამად ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელია. ის "ბარსელონას" აღზრდილია, თუმცა ბლაუგრანას ძირითად გუნდში არასდროს უთამაშია.