სპორტ ექსპრესი

უდიდესი სკანდალი - ლებრონ ჯეიმსის 16 წლის ბიჭს კალათბურთელის საუკეთესო მეგობრის 42 წლის ცოლთან რომანი აქვს

დეკემბერი 31, 2020 12:48

პოპულარულმა გამოცემამ Black Sports online-მა, რომელიც შავკანიან სპორტსმენებზე წერს, სკანდალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ ლებრონ ჯეიმსის 16 წლის შვილს, ბრონი ჯეიმს, ლებრონის საუკეთესო მეგობრის სკოტ პიპენის 42 წლის მეუღლესთან ლარსა პიპენთან რომანი აქვს.

 

 

ამ ფაქტს დიდი კრიტიკა მოყვა, გამოცემას ლებრონ ჯეიმსი დაემუქრა.

 

"მსოფლიოში ათასი რამ ხდება, თქვენ კიდე რაზე წერთ. ის ხომ ბავშვია მის ფსიქიკაზე საერთოდ ფიქრობთ, თქვე ნაბიჭვრებო. 16 წლის ბავშვია! მე თქვენ განახებთ, ამას არ შეგარჩენთ"- წერს ჯეიმსი ტვიტერზე

 

ბრონი ჯეიმსი ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, მის გადაბირებას  NCAA- ს ლიგის 5 უნივერსიტეტი ცდილობს, მაგრამ პრესის ინფორმაციით ბრონი 2023 წელს NBA- ს დრაფტე გასვლას ფიქრობს და საუნივერსიტეტო ლიგაში თამაშს საერთოდ არ აპირებს