სპორტ ექსპრესი

უფრო მეტის მოლოდინი მქონდა: შოთა მიშველაძე

აპრილი 5, 2021 19:59

გუშინ, მოსკოვში სტარტი აიღო ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატის გათამაშებამ. ტურნირის პირველი დღე მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის.

61 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა შოთა მიშველიძემ. 26 წლის ძალოსანმა ატაცში 135 კგ ასწია და მცირე ვერცხლს დაესაკუთრა, აკვრაში კი 155 კგ დაძლია. საბოლოოდ, ქართველმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 290 დააფიქსირა, რაც ვიცე-ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

შოთა მიშველიძემ შეჯიბრის შემდეგ თავისი გამოსვლა შეაფასა:

 

„უფრო მეტის მოლოდინი მქონდა, რადგან ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. საკმაოდ რთული ვარჯიშები გავიარეთ საწვრთნელ შეკრებებზე, ამიტომ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შემეძლო. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალიც არ ცუდი, მაგრამ შევეცდები, რომ მომავალში უფრო მეტი გავაკეთო და უფრო კარგად წარმოვაჩინო საკუთარი თავი. ამ შეჯიბრის შემდეგ გადანაწილდება ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები და ვფიქრობ, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსს უფრო მეტად მივუახლოვდი“, – განაცხადა შოთა მიშველიძემ.