სპორტ ექსპრესი

უმძიმესი სიტყვები - გიორგი შაქარაშვილის დედა 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებას ეხმაურება

სექტემბერი 11, 2021 23:57

კიდე ერთი მეგობარი მოგივა, გიო – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში წერს და კორონავირუსითგარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახო ჩარკვიანის ფოტოს აზიარებს.

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 10 სექტემბერს კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა. 20 წლის ფეხბურთელი კლინიკაში კოვიდდიაგნოზით 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა. მას ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.