სპორტ ექსპრესი

უნაი ემერი ესპანური კლუბის მეწილე გახდა

ივნისი 8, 2021 11:20

Marca წერს, რომ "ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბ "რეალ უნიონის" მეწილე გახდა და მის ხელში აქციების 20% გადავიდა. 

 

აღსანიშნავია, რომ ადრე ამ გუნდის ღირსებას ემერის მამა და ბაბუა იცავდნენ, რომლებიც გოლკიპერი პოზიციაზე ასპარეზობდნენ. 

 

"რეალ უნიონი" 1919 წელს დაარსდა, ლა ლიგაში დებიუტი 1925 წელს ჰქონდა და ახლა მე-3 ლიგაში ასპარეზობს.