სპორტ ექსპრესი

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს

დეკემბერი 7, 2021 23:21

საქართველოს ნაკრებისა და ულსან “ჰიუნდაის” 28 წლის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს.

ვაკომ აღნიშნული პრიზი სამხრეთ კორეაში გამართულ “წლის საუკეთესოს” ცერემონიალზე მიიღო.

ვაკოსთან ერთად პრიზები მისმა ოთხმა თანაგუნდელმა მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ქართველო ფეხბურთელი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა.

28 წლის ქართველი ფეხბურთელი აზიურ კლუბში 2020 წელს მივიდა და მას შემდეგ 44 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.