სპორტ ექსპრესი

ვესტბრუკის მორიგი რეკორდი

დეკემბერი 27, 2020 19:57

NBA-ს ახალი სეზონი დაიწყო და „ვაშინგტონ ვიზარდის“ ახალწვეული რასელ ვესტბრუკი პირველსავე მატჩში გამოირჩა. „ჰიუსტონიდან“ დედაქალაქურ გუნდში გადასული გამთამაშებელის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 21 ქულა, 11 მოხსნა, 15 პასი. თუმცა, მისმა გარჯამ გუნდს ვერ უშველა და „ვაშინგტონი“ 107:113 დამარცხდა „ფილადელფიასთან“.

აღსანიშნავია, რომ ვესტბრუკი NBA-ს ისტორიაში მეექვსე კალათბურთელია, რომელიც სადებიურო მატჩში სამმაგი დუბლით გამოირჩა. მანამდე მსგავსი შედეგი ელფრიდ პეიტონს (2018, ნიუ ორლეანი), ლუის ლოიდს (1983, ჰიუსტონი), ჯონ შუმეიტს (1976, ბუფალო), ნეიტ ტერმონდს (1974, ჩიკაგო) და ოსკარ რობერტსონს (1960, ცინცინატი) დაუფიქსირებიათ.

გარდა ამისა, ვესტბრუკი მხოლოდ მეორე კალათბურთელია, რომელმაც სეზონის პირველივე მატჩში მინიმუმ 20 ქულა, 15 პასი და 10 მოხსნა დააგროვა. პირველი ლეგენდარული ოსკარ რობერტსონია, ვინაც იგივე 1961 წელს მოახერხა.

დავამატებთ იმასაც, რომ ვესტბრუკს სამმაგი დუბლის გასახერხებლად სამ მეოთხედზე ნაკლები დასჭირდა, რაც 25 წელია არავის გაუკეთებია.