სპორტ ექსპრესი

VIDEO | ლიანა ჯოჯუა მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

ნოემბერი 13, 2021 23:52

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ უმაღლეს საბრძოლო ლიგაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა.

„ქართველი მგელის“ მეტოქე 34 წლის ამერიკელი მებრძოლი, კორტნი კესი იყო, რომელსაც MMA-ში 18 ბრძოლა ჰქონდა გამართული (9 მოგება, 9 წაგება).

ჩვენდა სამწუხაროდ, კესის ბალანსი დადებითი გახდა. მან კარიერაში მე-10 გამარჯვება მოიპოვა, ლიანა კი UFC-ში მესამედ დამარცხდა.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორთაბრძოლა ამერიკელი მებრძოლის უპირატესობით მიმდინარეობდა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა. მართალია მსაჯების გადაწყვეტილებით, თუმცა, მისი უპირატესობა თვალშისაცემი იყო.