სპორტ ექსპრესი

VIDEO | მეორე ოქრო! – ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

ნოემბერი 7, 2021 00:23

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.

ილიამ პირველ წრეში დაისვენა, 1/4 ფინალში შვეიცარიელ მეტოქეს სძლია, ნახევარფინალში თანამემალულე გიორგი ჩიქოვანს მოუგო, ფინალში კი მასპინძელ სპორტსმენს სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.