სპორტ ექსპრესი

(ვიდეო) მესის გამაოგნებელი საქციელი, მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

იანვარი 18, 2021 10:57

„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი შესაძლოა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. Marca-ს ცნობით, არგენტინელ სუპერვარსკვლავს მკაცრი სანქცია მოწინააღმდეგისთვის თავში ჩარტყმის გამო ემუქრება.

 

 

მესიმ არასპორტული საქციელი „ბილბაოსთან“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში, მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ჩაიდინა და მოედნიდან გააძევეს. სხვათა შორის, ეს მის ბარსელონურ კარიერაში პირველი წითელი ბარათი გახლდათ.

 

მესის შესახებ სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

 

შეგახსენებთ, ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონა“ ბილბაოს „ატლეტიკთან“ 2:3 დამარცხდა და მიმდინარე სეზონში პირველი ტიტულის მოგების შანსი დაკარგა.