სპორტ ექსპრესი

VIDEO | საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

აგვისტო 30, 2021 23:44

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. “ჯვაროსნებმა” ფოთის “ფაზისის” სტადიონზე ივარჯიშა და საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

გუნდს 31 აგვისტოს შეუერთდებიან გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე, გიორგი აბურჯანია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე ოთარ კიტეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე, პირველ სექტემბერს კი ვაკო ყაზაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, ბათუმში, კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი ქალაქ ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება. სექტემბრის სანაკრებო შეკრებას  “ჯვაროსნები” ბულგარეთთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს.