სპორტ ექსპრესი

VIDEO | საქართველოს ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა!

ნოემბერი 12, 2021 00:16

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩი ბათუმი არენაზე, შვედეთის წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.

მეტოქის კარში ორივე გოლი ნაკრების 20 წლის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველი გოლი 61-ე წუთზე, სტანდარტული სიტუაციიდან შეაგდო.