სპორტ ექსპრესი

VIDEO | ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

ნოემბერი 7, 2021 00:22

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ვლადიმირ ახალკაცი დაამარცხა და საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.

ტატომ ჩემპიონობამდე დიდი გზა განვლო, ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში დაისვენა, 1/8 ფინალში სლოვაკ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში რუს მეტოქეს იპონით მოუგო, ნახევარფინალში მოლდოველი მეტოქე დაამარცხა, ფინალში კი თანამემალულე ვლადიმირ ახალკაცს მოუგო და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.