სპორტ ექსპრესი

ზინედინ ზიდანი – შედეგი ლოგიკური და სამართლიანია

აპრილი 28, 2021 09:34

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ დაპირისპირებაში შინაურ კედლებში ვერ მოგებით „რეალმა“ საქმე ოდნავ კი გაირთულა, თუმცა ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.

სამეფო გუნდმა ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა, თუმცა იყო საშიშროება მატჩი საერთოდ წაეგო, რადგან სტუმრები განსაკუთრებით პირველ ტაიმში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ.

ლონდონელთა მხრიდან პულიშიჩის გოლს, მადრიდელთაგან ქარიმ ბენზემამ უპასუხა და დაპირისპირებაც ამ ანგარიშით დასრულდა.

 

„რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თვლის, რომ დაფიქსირებული შედეგი ლოგიკური და სამართლიანია.

„პირველი ტაიმის საწყის წუთებში ჩემი ფეხბურთელები დაბნეულად გამოიყურებოდნენ. მეტოქემ მარწუხებს სწრაფად მოუჭირა და გოლიც გაიტანა. სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო, რომ გათანაბრება პირველ ტაიმშივე მოვახერხეთ.

მეორე ტაიმში კი მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ ვეღარ გავიტანეთ. ვთვლი, რომ შედეგი ლოგიკური და სამართლიანი იყო.

ჩელსის სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს და კონტრშეტევაზეც კარგად გადმოდიოდნენ. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში შეიმჩნეოდა. სტასტისტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე სეზონში სტუმრად კარგად ვთამაშობთ და აქედან გამომდინარე მომდევნო ეტაპზე ანუ ფინალში გასვლის შანსიც არ დაგვიკარკავს. 

განმეორებითი დაპირპისპირება ძალზედ რთული იქნება. ტუხელს კარგი გუნდი ჰყავს და არც ჩელსი გასულა შემთხვევით ნახევარფინალში“ – აღნიშნავს ზინედინ ზიდანი.